სუპერვარსკვლავ ჯასტინ ტიმბერლეიკს ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს
1754040595
გონიოში ტრაგიკულად დაღუპული მეგი ჯაიანის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დე, ჩემო დედიკუნა, თვალცრემლიანი კარებს მივჩერებივარ შვილო, გელოდები დეე,
ვაჯერებ, რომ აღარ შემომიღებ კარებს აღარასდროს, შვილო. ანა ჩემო ცელქო და მოუსვენარო გოგო, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდი, ვერ ისვენებდი... ახლა რატომ ხართ იმ შავ მიწაში დადუმებული, შვილო? სულ სადღაც გარბოდით, სულ გეჩქარებოდათ, სულ საქმე გქონდათ... თურმე ყველაფრის დრო დაგიდგათ, შვილო...
თქვენ ხომ ერთად ოცნებობდით, გეგმებს აწყობდით. უამრავი ნატვრა და სურვილი წაიღეთ შეუსრულებელი იმ ქვეყნად, სხვისი დაუდევრობით, შვილებო. თქვენ ხომ ცხოვრებას ახლა იწყებდით, ახლა შლიდით ფრთებს დამოუკიდებლად... მაგრამ არ დაგცალდათ, შვილო. ერთმანეთის გარეშე წუთით არ ჩერდებოდით... იმ ქვეყნადაც ერთად წახვედით, შვილო...
რატომ, ღმერთო, რატომ აირჩიე ეს სიცოცხლის მოყვარული ბავშვები? მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ... ისხდნენ და ოცნებობდნენ... თქვენი ყველა ოცნება მახსოვს, შვილო... რა დამავიწყებს იმ დღეებს... მაგრამ წამებში დაიმსხვრა თქვენი ოცნებები... წამებში გადასახლდით იმ ქვეყნად, ჩემო ლამაზებო, და თან გაიყოლეთ ჩვენი სული და გული, დე...
მენატრებით, დე... უზომოდ მენატრებით“, - წერს ლამარა სურმანიძე.