მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და სეტყვა - გაფრთხილება ამინდზე
1754077427
სუპერვარსკვლავ ჯასტინ ტიმბერლეიკს ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
მომღერალმა, კომპოზიტორმა და მსახიობმა დიაგნოზის შესახებ თაყვანისმცემლებს ხუთშაბათს, Instagram-ზე შეატყობინა, რითაც მისი ორწლიანი მსოფლიო ტურნეს, Forget Tomorrow-ის დასასრულის შესახებ აუწყა საზოგადოებას.
"როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, მე საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი ვარ. თუმცა, როდესაც ამ წარსულ ტურნესა და ფესტივალებზე მონაწილეობას ვიხსენებ, მინდოდა, მცირედი წარმოდგენა შემექმნა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ჩემს თავს", - წერს ტიმბერლეიკი.
ტიმბერლეიკი დაწერა, რომ დიაგნოზის გაზიარებას ყოყმანობდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ეს გაეკეთებინა, რათა გულშემატკივრებთან უფრო გულწრფელი ყოფილიყო.
"თუ თქვენ გამოგიცდიათ ეს დაავადება ან იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს დაავადება ჰქონდა, იცით, რომ მასთან ცხოვრება შეიძლება წარმოუდგენლად დამაუძლურებელი იყოს, როგორც ფსიქიკურად, ასევე ფიზიკურად", - აცხადებს ტიმბერლეიკი.
ცნობისთვის, ლაიმის დაავადება ტკიპებით გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელმაც, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, მკურნალობის გარეშე შეიძლება დააზიანოს სახსრები, გული და ნერვული სისტემა.