მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და სეტყვა - გაფრთხილება ამინდზე
1754077427
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ლაშა ცანავას, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის არგუმენტები გაიზიარა. დაცვის მხარე ლაშა ცანავას დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა.
პროკურორ გიორგი კავსაძის განცხადებით, ცანავა თაღლითური გზით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქეების თანხას და მათ ჰპირდებოდა, რომ გაუმზადებდა საქართველოში ბინადრობის ერთწლიან მოწმობას.
„ამის გამო ის დააკავეს. არსებობდა უამრავი მტკიცებულება, ეს არის აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები.
სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა, რადგან ეს იყო სავალდებულო, აუცილებელი. ამით დაზღვეულია მთელი რიგი რისკები. ეს არის: მიმალვის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების ფაქტორი, მტკიცებულებების განადგურების ფაქტორი.
გამოძიება არ არის დიდი ხნის წინ დაწყებული. გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნა პროკურორმა.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
დაკავებული ლაშა ცანავა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამფინანსებელია და ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის დროს, მისი თანაშემწეც იყო.