„სამწუხაროდ მოიმატებს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1747425595
წალენჯიხის მერია სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
"⚫მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ზუგდიდელი ახალგაზრდების გამო და
ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს.
გარდაცვლილი სტუდენტები საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები, სოფელ რუხისა და ტყაიას მკვიდრები არიან.
მომხდარი ტრაგედიის გამო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის
გადაწყვეტილებით, 18 მაისს ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით
დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება",-ნათქვამია განცხადებაში.
14 მაისის ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მტკვარში გადავარდნილ ავტომობილსა და მასში მყოფი 2 პირის ცხედარს მაშველებმა გუშინ დილით მიაკვლიეს.
ერთ-ერთი გარდაცვლილი უტა ელიავაა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. უტა ელიავას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.