1757679034
თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დამატებით 27 ოჯახს გადასცა

თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დამატებით 27 ოჯახს გადასცა. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, კიდევ 27 ოჯახს დაუკანონდა.
საბურთალოს, გლდანის, ნაძალადევის, სამგორის, კრწანისის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადასცა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით 3 300-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.