თელავში, სეტყვის შედეგად 150 ჰექტარი ვენახი დაზიანდა
1757694624
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან მიმართებაში მოთმინება ეწურება.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში თქვა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მოთმინება ძალიან სწრაფად იწურება.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება.
„გასაოცარია, როდესაც პუტინს სურდა ამის გაკეთება,ზელენსკის არ სურდა. როცა ზელენსკის სურდა, პუტინს არა. ახლა ზელენსკის სურს და პუტინი – კითხვის ნიშნის ქვეშაა. მაგრამ, ჩვენ მოგვიწევს ძალიან, ძალიან გადამწყვეტი მოქმედება“, – თქვა დონალდ ტრამპმა.