პროკურატურამ სკოლის ბუღალტერი დააკავა, რომელმაც 2 161 806,52 ლარი აზარტულ თამაშებში გადარიცხა
1757690441
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ მეგი დიასამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი, არასაპატიმრო გირაო შეეფარდა. აქტივისტი დარბაზიდან გათავისუფლდა.
პროკურატურა საპატიმრო გირაოს გამოყენებას - ბრალდებულის მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლებას ითხოვდა.
„ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მოწმეზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხეები. მან დემონსტრაციულად და სხვა ადამიანების დასანახად განზრახ დააზიანა სხვისი ნივთი, რამაც განსაკუთრებული ზიანი გამოიწვია“, - განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, მეგი დიასამიძე საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევით გამოირჩევა და მიდრეკილია მსგავსი დანაშაულის ჩადენისკენ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა, მათ შორის არის მეგი (ირმა) დიასამიძე. შსს-ს განმარტებით, მეგი დიასამიძემ მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.