სანთლები, ყვავილები, სათამაშოები... - გორში, ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან

ტრაგედია გორში

გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ ტრაგედია დატრიალდა, ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილისთვის პატივის მისაგებად, ადგილზე ყვავილებით, სათამაშოებით მიდიან და სანთლებს ანთებენ. 

ცნობისთვის, გუშინ, გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე მათგანი დაიღუპა.