გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
როცა კიბოს რისკების შემცირებაზე ვფიქრობთ, პირველ რიგში თამბაქო, ალკოჰოლი და ფიზიკური უმოქმედობა გვახსენდება. თუმცა, ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნებული ახალი გლობალური კვლევის თანახმად, 2024 წელს მსოფლიოში დასმული კიბოს დიაგნოზების 12% (2,3 მილიონი ახალი შემთხვევა) სწორედ ინფექციებთან იყო დაკავშირებული!
ახალი კვლევის მიხედვით, არსებობს ხუთი ინფექცია, რომელიც ყოველწლიურად კიბოს 2 მილიონზე მეტ ახალ შემთხვევას იწვევს. ამის შესახებ მიხეილ ჭაბუკაშვილი წერს.
„ამ შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაზე პასუხისმგებელია ხუთი მთავარი პათოგენი:
მთავარი დამნაშავეები
Helicobacter pylori (4% / 760 000 შემთხვევა): კუჭის ბაქტერია, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს აქვს. უმეტესობას სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა გარკვეულ შტამებს კუჭის წყლულისა და კუჭის კიბოს გამოწვევა შეუძლიათ.
ადამიანის პაპილომავირუსი - HPV (4% / 750 000 შემთხვევა): საშვილოსნოს ყელის და სხვა ტიპის კიბოების ძირითადი გამომწვევი.
B ჰეპატიტის ვირუსი - HBV (2%): ღვიძლის კიბოს ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი.
ეპშტაინ-ბარის ვირუსი - EBV (1%): სიაში ახლახან დამატებული ვირუსი, რომელიც ცხოვრების მანძილზე ადამიანთა 95%-ს ხვდება.
C ჰეპატიტის ვირუსი - HCV (<1%): ღვიძლის ქრონიკული დაზიანებისა და ონკოლოგიის წყარო.
მკვლევართა განცხადებით, ეს მონაცემები იმედის მომცემია, რადგან ინფექციების პრევენცია და დროული მკურნალობა (ვაქცინაცია, სკრინინგი, ანტიბიოტიკოთერაპია) შესაძლებელს ხდის მილიონობით ონკოლოგიური შემთხვევის თავიდან აცილებას!
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია HPV-სა და B ჰეპატიტის ვაქცინაციის გაფართოება, ასევე ახალი ვაქცინების შექმნა H. pylori-სა და ეპშტაინ-ბარის ვირუსის წინააღმდეგ“,- წერს მიხეილ ჭაბუკაშვილი.