გერმანულმა სასამართლომ ქართველი ძიუდოისტი მკაცრად დასაჯა - აკაკის ჯაფარიძის საქმის დეტალები
1790788402
თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფო“ ექიმის ნინო ბუცხრიკიძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული ექიმის და კოლეგის ნინო ბუცხრიკიძის გარდაცვალების გამო.
ნინომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში გადაუდებელი მედიცინის დარგის ჩამოყალიბების და განვითარების საქმეში. ხელმძღვანელობდა „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ხარისხის მართვის ჯგუფს. აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებსა და პროფესიული განვითარების პროექტებში, მათ შორის „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, USAID-ის გადაუდებელი მედიცინის პროგრამაში.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და მთელ სამედიცინო საზოგადოებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.