ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
1790777510
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ გამშვები პუნქტის გავლით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
1790777510