რესპუბლიკური საავადმყოფო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1790787653
ქართველი ძიუდოისტი, აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ძიუდოს ბუნდესლიგამ უვადო დისკვალიფიკაციით დასაჯა. ის რამდენიმე კვირის წინ ტიმო კაველიუსს ბრძოლის დასრულების შემდეგ თავს დაესხა და გერმანელ ძიუდოისტს ყბა გასტეხა.
ჯაფარიძე გერმანიაში გასამართ ძიუდოს ტურნირებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
აკაკის საქმის განხილვას საქართველოს ძიუდოს ფედერაციაც და მსოფლიო ძიუდოს მმართველი ორგანიზაციაც იწყებენ.
„ნებისმიერი, ვინც ტატამზე ფეხს დგამს, თავის ფიზიკურ კეთილდღეობას მეტოქეს ანდობს“, - განაცხადა მირიამ როპერმა, გერმანიის ძიუდოს ბუნდესლიგის მაღალი მიღწევების საბჭოს წევრმა.
ჯერჯერობით უცნობია, რა სანქციები ელის ჯაფარიძეს საქართველოსა და მსოფლიო ძიუდოს ფედერაციებისგან.