რას ნიშნავს, თუ სახლში პეპელა შემოფრინდება - როდის არის მათი გამოჩენა ბედნიერების წინასწარმეტყველი
1747769220
22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში წმინდა ნიკოლოზის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.
ლოცვა
„გაქებთ შენ, საყვარელო, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ზესთამბრძოლო საკვირველმოქმედო და უსათნოესო ქრისტესო, მრავალსასყიდლისა წყალობის მირონისა და საკვირველებათა ზღვისა სოფლისათვის მიმმადლებელო; ხოლო შენ, ვითარცა გაქვს კადნიერება წინაშე ღმრთისა, ყოველთა ჭირთაგან განგვათავისუფლე ჩვენ, რათა დაუცხრომელად გადიდებდეთ: გიხაროდენ, წმინდა მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო. გამომზრდელო ქვრივთა და მამაო ობოლთა, შემწეო ჭირთა შინა მყოფთა, ყოვლად პატიოსანო, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელო, მწყემსი და მოძღვარი გზასა ზედა ყოველთა შეცდომილთა ხარ შენ, მამაო წმიდაო ნიკოლოზ, ლოცვითა შენითა გვიხსნენ განსაცდელთაგან“