Imex Frankfurt 2025-ზე საქართველოში საქმიანი ტურისტული მიმართულებით ღონისძიებების ჩატარება დაიგეგმა

რეკლამა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე 9 სასტუმროსთან და კომპანიასთან ერთად ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

Imex Frankfurt 2025-ზე მოლაპარაკებები შედგა წამყვან ევროპულ კომპანიებთან საქართველოში საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩასატარებლად.

3 დღის განმავლობაში, საკონვენციო ბიუროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა 50 შეხვედრა გამართეს საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიისა და ასოციაციის წევრებთან საქმიანი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. გამოფენაზე უცხოური კომპანიები საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, სასტუმროებითა და ღონისძიების სივრცეებით დაინტერესდნენ. კერძო სექტორთან შეხვედრებზე საქართველოში წელს და მომავალ წელს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით რამდენიმე ღონისძიების ჩატარება დაიგეგმა.

Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.