1747938097
თბილისის საქალაქო სასამართლო ზურაბ ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს.
ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად 20 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდის ვადა დღეს იწურება, თუმცა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.
სხდომის დაწყებამდე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჯაფარიძის მხარდამჭერები და აქტივისტები შეიკრიბნენ. მობილიზებულია პოლიცია. ხმაური იყო სხდომათა დარბაზთანაც.