„თბილისი მოლთან“ გზის ბლოკირების საქმეზე არსებითი განხილვა 3 ივნისს დაიწყება

„თბილისი მოლთან“ გზის ბლოკირების საქმე

„თბილისი მოლთან“ სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა საქმის არსებითი განხილვა 3 ივნისს 13:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი წიგნაძის, ირაკლი ტაბატაძის, ნიკა კუტუბიძის, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ ქუმსიშვილის, ალექსანდრე გოგოლაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის და გიგი უგულავას წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართა.

ცნობისთვის, ბრალდებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.