„კისრის, მხრების, გულმკერდის, თითების „გატკაცუნებამ“, შეიძლება ადამიანი სიგიჟემდე მიიყვანოს…“ - ნუკრი მიქელაძე მავნე ჩვევის შესახებ საუბრობს

ნუკრი მიქელაძე

ფიზიკური განვითარებისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი, ნუკრი მიქელაძე, კისრის, მხრის, გულმკერდის, თითების – ეგრეთ წოდებული „გატკაცუნების“ მავნე ჩვევის შესახებ საუბრობს.

ფიზიკური განვითარების სპეციალისტი ამბობს, რომ ამ „მავნე ჩვევამ შესაძლოა ადამიანი სიგიჟემდე მიიყვანოს“:

„ე.წ. „გატკაცუნება“ – კისრის, მხრის, გულმკერდის, თითების, ეს არის ჩვევა, რომელმაც ადამიანს, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეუქმნას, რომელმაც შეიძლება ადამიანი სიგიჟემდე მიიყვანოს. არაერთი ადამიანი მინახავს ჩემს პრაქტიკაში, საუბარია ზრდასრულებზე, რომლებსაც იმ დონეზე ჰქონდათ უკვე კისრის გატკაცუნება ჩვევად, რომ კისრის ფიქსატორები ედოთ, რადგან აღარ შეეძლოთ სხვაგვარად. არაფერი აწუხებდათ,
უბრალოდ ეს იყო ჩვევა.

თავიდან ეს ე.წ. „ტიკი“ ხდება თვეში რამდენჯერმე, შემდეგ ინტენსივობა იმატებს და შემდეგ ეს ჩვევა საათში რამდენიმეჯერ მეორდება. ეუფლება შეგრძნება, რომ თითქოს რაღაც პრობლემა აქვს და ამ გატკაცუნებით თავისუფლდება. გიმტკიცებს ადამიანი, რომ მე კარგად ვგრძნობ თავს გატკაცუნების შემდეგ, ეს უკვე
აის დანევროზებული ადამიანი, რომელსაც სხვაგვარად აღარ შეუძლია. თუ ჩვენ ვამჩნევთ ამ ცუდ ჩვევას ბავშვებს და მოზარდებს, აუცილებლად უნდა გადავაჩვიოთ…“, – ამბობს ნუკრი მიქელაძე.