ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
პოლონეთში, ქალაქ კონინში, სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებოდა.
დაკავება კონინის მუნიციპალური პოლიციის კრიმინალური დეპარტამენტის, სასაზღვრო სამსახურისა და შრომის სახელმწიფო ინსპექციის ერთობლივი ოპერაციის შედეგად განხორციელდა.
პოლიციის ინფორმაციით, 31 წლის ქართველს პოლონეთის დატოვების ვალდებულება ჰქონდა, რომელიც არ გაითვალისწინა.
დაკავების შემდეგ ადმინისტრაციული პროცედურები დაიწყო, რაც უმოკლეს ვადებში ქვეყნის დატოვებას გულისხმობს.