ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1762194964
ხორცის ყიდვისას ადამიანები ძირითადად მის ფასს აქცევენ ყურადღებას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს ნამდვილად მაღალი ხარისხის და ძალიან სუფთა.
სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას ხშირად მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის, ხორცპროდუქტებისა და კვერცხის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები პროდუქტების შენახვის პირობები.
ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს:
ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი.
გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
• ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი;
• თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
• თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
• სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული.
ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.
ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.
რჩევები:
ხორცი არ უნდა იყოს ბოჭჯოვანი, თუ ის ბოჭკოვანია, სავარაუდოდ, მას ვადა გასული აქვს და სასარგებლო თვისებები დაკარგული.
ხორცი უნდა იყოს მტკიცე და მშრალი, არ უნდა იყოს ლორწოვანი.
ხორცის შიგნითა ფერი უნდა იყოს ისეთი, როგორიცაა ზედაპირზე.
თუ ხორცი იშლება, მაშინ მას აუცილებლად პარაზიტი ჰყავს გაჩენილი.
ხორცი არ უნდა იყოს ძალიან მუქი ან პირიქით.
ღორის ხორცის ყიდვისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ცხიმი არ არის გამოყოფილი ხორცისგან. ხორცის ფერი უნდა იყოს ღია ვარდისფერი და არ უნდა შეიცავდეს ბევრ სისხლს.
თუ ხორცი კარგი ხარისხისაა. ის უნდა იყოს რბილი და ელასტიური.
ცხვრის ხორცის საუკეთესო ნაწილია ძვალზე არსებული ხორცი. ეს არის ყველაზე ნაზი და რბილი ადგილი.
არომატი - ერთ-ერთი დეტალი, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ხორცის არომატი არ უნდა იყოს ნესტიანი, ასევე არ უნდა ჰქონდეს უსიამოვნო სუნი რაც ადვილად შესამჩნევია.
ყურადღება მიაქციეთ ცხიმს ხორცზე, მაშინაც კი თუ მის გამოყენებას არ აპირებთ. ცხიმი უნდა იყოს თეთრი. ყვითელი ცხიმი - ძველი ხორცის დამახასიათებელი ნიშანია. ძროხის ხორცის ცხიმი უნდა იშლებოდეს, ხოლო ცხვირს ხორცის ცხიმს მკვრივი კონსისტენცია აქვს.