შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება.
„იმედია, მავანნი ახლა მაინც მიხვდებიან, რა ბომბებს გულისხმობდა ქალბატონი ლელა წინა პოსტში, რომელსაც ტროლთა შემოსევა მოჰყვა.
„3 ნოემბერი, 2025 წელი
დედამიწა ძალიან დაიძაბება, ძალიან. ვხედავ, ომები ისევ გრძელდება. მოლაპარაკებებს ბოლო არ უჩანს. ირანისა და ტრამპის ურთიერთობები ჩიხში შევა. თეირანი იმუქრება ბირთვული ბომბის სროლით და ეს მიზეზი ექნება ტრამპს — პირდაპირ ირანის ერთ-ერთ ქალაქს დაუმიზნებს ბომბს. მოლაპარაკება არ შედგება, სანამ პირისპირ არ დადგებიან მებრძოლნი და არ შეებრძოლებიან.
ამავე დროს ამერიკა მაინც ვერ მოახერხებს კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ისრაელს ომები ელის. ისრაელი განაგრძობს თავის ომებს.
საინტერესო ერთი რამაა, რომ ვხედავ, მოდის გენერალი ირანში, რომელიც ხელში აიღებს სამხედრო მართვას ყველა წერტილისა და უხელმძღვანელებს ახლო აღმოსავლეთის ჯარს. ის ჩაუდგება სათავეში. აი აქ არის დიდად დასაფიქრებელი, მაგრამ როგორც უნდა დაფიქრდნენ, რაც ახლა ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი ასრულდება.
ცალკე თურქეთი თავის თამაშებს თამაშობს ევროპასთან და რუსეთთან. ბალტიის ზღვაზე რუსეთს გეგმა აქვს მომზადებული, რომ საბაბი მიეცეს და დაარტყას ბალტიისპირეთს.
ასე რომ, მსოფლიო ომი კი არ მიჩუმდება, პირიქით, უფრო ახმაურდება.
და ამ ყველაფრის პარალელურად საქართველო დაცულია — ბომბების ცვენას არ ვხედავ საქართველოში!
დიდი პიროვნების სიკვდილს ვხედავ...
თანამდებობებიდან მოხსნებს „ოცნება“ ჯერ არ მორჩენილა — ბოლომდე ჩაყვება. დაჭერების ახალ სერიალებს ვხედავ“, - აცხადებს წინასწარმეტყველი.