ისტორიული კადრები სიონიდან - სად იქნება პატრიარქის მარადიული განსასვენებელი

ისტორიული კადრები სიონიდან

სიონში, იქ, სადაც მარადისობისთვის ადგილი მზადდება, მეუფე შიო მივიდა. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან სასულიერო პირები, ასევე, არქიტექტორები, რომლებიც ტაძრის შიდა ტერიტორიასა და გამოყოფილ სივრცეს დეტალურად სწავლობენ.

არსებული ინფორმაციით, კონკრეტული ადგილი, სადაც განსასვენებელი უნდა მოეწყოს, თავად პატრიარქის სურვილითა და გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული - საკურთხეველთან, სადაც წმინდა ნინოს ხელნაკეთი ჯვარია დაბრძანებული.

ილია მეორეს 22 მარტს დაკრძალავენ.

სიონი წლების განმავლობაში იყო საკათედრო ტაძარი. იქ არის დაკრძალული ყველა პატრიარქი, რომელიც საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ჰყავდა: კირიონ II (საძაგლიშვილი), ლეონიდე (ოქროპორიძე), ამბროსი (ხელაია), ქრისტეფორე III (ციცქიშვილი), კალისტრატე ცინცაძე, მელქისედეკ III (ფხალაძე), ეფრემ II (სიდამონიძე), დავით VI (დევდარიანი).