თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
1773941078
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს, მისი სურვილის შესაბამისად, სიონში დაკრძალავენ. ადგილი უკვე შერჩეულია. ეს არის ტაძარში საკურთხეველთან მარცხენა მხარე, სადაც ქვის მოჭრის პროცესი უკვე დაწყებულია.
საფლავის შერჩევის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ როგორც პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო, ასევე სხვა სასულიერო პირები. საფლავის მზადების პროცესში არქეოლოგები, ქვის სპეციალისტები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.