წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, ვაკის რაიონში, ტ.თვალჭრელიძის ქ. N13-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება და ქუჩების ნაწილს წყალი 12 საათით შეუწყდება.

„სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ფერმწერთა ქუჩას ჩიხებით და შესახვევებით, (სკოლა ათასწლეულს, ბრიტანულ აკადემიას), თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ნუცუბიძის 2 მ/რ-ს 4 კვ-ის N6, ნუცუბიძის 4 მ/რ-ს N 15,17,18,19, 20, 21, 22, 23, 24, 33, 34, 35, 36, ნინო ზაალიშვილის ქუჩას და 1 ჩიხს, ამბერკი ტაბიძის, ბიწაძის, კვაჭაძის, კედარის ქუჩას და 2 გასავალს, ლეოდა ნოდარ გაბუნიების, ზემო აჟარის, კაპანელის და ავთო ვარაზის ქუჩებს.