პიტ ჰეგსეტი: კვლავ გვიწევს იმ გარემოებასთან გამკლავება, რომელიც ჯო ბაიდენმა შექმნა - ეს გულისხმობდა მარაგების გამოლევას და მათ გაგზავნას არა ჩვენი საკუთარი ჯარისთვის, არამედ უკრაინისთვის

 პიტ ჰეგსეტი

ქვეყნის სამხედრო მარაგებთან დაკავშირებული არსებული პრობლემები წინა ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია, რაც განსაკუთრებით უკრაინისთვის იარაღის გადაცემას ეხება, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი წილი გადამისამართდა, რამაც აშშ-ის შეიარაღებული ძალების მოთხოვნები დააზარალა.

„ჩვენ კვლავ გვიწევს იმ გარემოებასთან გამკლავება, რომელიც ჯო ბაიდენმა შექმნა; ეს გულისხმობდა ამ მარაგების გამოლევას და მათ გაგზავნას არა ჩვენი საკუთარი ჯარისთვის, არამედ უკრაინისთვის“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამჟამად სამხედრო რესურსების გამოყენებისადმი მიდგომებს გადახედავს.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე ეს საბრძოლო მასალები უკეთესია ჩვენივე ინტერესებისთვის იქნას გამოყენებული“, - დასძინა პენტაგონის ხელმძღვანელმა.