რა არ შეიძლება ეცვას გარდაცვლილს? - მღვდლის განმარტება
1773865730
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ნათლულები პატრიარქის პატივის მისაგებად მსვლელობას მართავენ.
პატრიარქის ნათლულები და მათი ოჯახის წევრები ავლაბრის მეტროსადგურთან შეიკრიბნენ, საიდანაც სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლებენ.
საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორის ნათლულები ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და შემდეგი შვილები არიან. პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წელს გაიმართა.