წყალი მთელი დღით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1762456822
აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი – ინტეგრა, ფსიქიატრის, ნინო ნანეიშვილის ინტერვიუს გვთავაზობს.
ფსიქიატრი ამბობს, რომ XXI საუკუნე ნარცისების საუკუნეა და მაგალითი მოჰყავს, სოციალურ ქსელში ადამიანების აქტიურობა:
„XXI საუკუნე არის ნარცისების საუკუნე. წარმოიდგინეთ, „ფეისბუკზე“ დებ შენს რაღაც ღონისძიებას, მაგალითად რესტორანს, სადაც იყავი. ჩანს გაშლილი სუფრა, დახვავებული საკვები და შენ ყველას აჩვენებ ამით, რომ იყავი რაღაც განსაკუთრებულ სუფრაზე და ყველას აჩვენებ, რომ ქეიფობდი და ჩემი ცხოვრება ბედნიერია და სინამდვილეში ეს ასე არ არის, ამის უკან სხვა რამე იმალება.
„ფეისბუკზე“ ადამიანები საკუთარ თავს აჩვენებენ სხვა და სხვა პოზაში გადაღებული სურათებით და რა? რამით ადამიანი წაიკითხავს, რომ ის მარტოსულია? აღიარება სჭირდებათ, რომ იქ „დაალაიქო“, რაღაც უნდა თქვა, ეს არის ფასადური…“ – ამბობს ფსიქიატრი.