„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს 06:00-იდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სტეფანწმინდა, გარბანი, არშა, ხურთისი და მიმდებარე სოფლებში; 06:00-იდან 06:10 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ახატანი, ჭოპორტი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, ვეჯინში, მამკოდაში, ხოდაბუნების ტერიტორიასა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში თევდორე ტირონის, სარაჯიშვილის, თეთრი გიორგის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში მსხალდიდში, წოდორეთში, მუხათწყაროში, ლისზე, შვინდების მიწასა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძეგვი, ნიჩბისი, ხეკორძი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში.

„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.