1692302192
დიდთოვლობას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა სამხრეთ აფრიკაში

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დიდთოვლობის გამო სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა.
CNN-ის ცნობით, უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია. ყველაზე მეტად ქვეყნის აღმოსავლეთ კეიპის პროვინცია დაზარალდა. რეგიონში შეიქმნა პრობლემები ელექტრომომარაგებასთან, გზებზე კი საცობები წარმოიქმნა, რადგან მოსახლეობა საფრთხის გამო საკუთარი სახლების დატოვებას ცდილობდა.
იქვე, წყალმა წაიღო სკოლის ავტობუსი, რომელშიც 13 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მოსწავლეები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.