საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე რესტორნის მიმდებარედ, მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  6 ივნისს ქალაქ თბილისში,  ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ რამდენიმე პირს შორის  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა  ჩხუბში მონაწილე ალ. ყ.-მ დანისმაგვარი
საგნის გამოყენებით დაჭრა ორი პირი. ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმა  ალ.ყ.-ს .  თავის და სხეულის არეში მრავალჯერ მიაყენეს დაზიანებები . ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირები,მათ შორის ალ.ყ. გამოკითხვის მიზნით გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში,სადაც იგი გახდა შეუძლოდ და საიდანაც მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.ალ.ყ. 9 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებულ  სამ პირს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის  „ბ“ და 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის  „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ  და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.