„საშინელი დღე გვქონდა დღეს, დახოცილები ვართ მთელი ოჯახი...“ - თაკო ჩარკვიანი
1762370757
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი თეა ნოდია საუბრობს თემაზე - რომელ დაავადებაზე შეიძლება მიანიშნებდეს დილით ქუთუთოების შეშუპება:
„გაღვიძებისას ქუთუთოების შეშუპება, გარდა უძილობისა და გადაღლილობისა, შესაძლოა თირკმლის პრობლემებზე მიანიშნებდეს, კერძოდ კი - თირკმლის უკმარისობაზე. როდესაც თირკმელები რაღაც მიზეზის გამო ზიანდება, ისინი ვეღარ ასრულებენ საკუთარ მთავარ ფილტრაციის ფუნქციას. აქედან გამომდინარე, ორგანიზმში შეკავდება დიდი რაოდენობით სითხე, რაც გარეგნულად შეიძლება გამოჩნდეს თვალის ქუთუთოების შეშუპებით...“, - ამბობს ექიმი თეა ნოდია.