„სამწუხაროდ მოიმატებს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1747425595
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, ამინდის განახლებულ პროგნოზზე წერს:
„უქმე დღეები ამინდის სიურპრიზებით იქნება სავსე.
ხვალ, 17 მაისს, სანაპირო კურორტებზე ტემპერატურის მომატება +31, +33 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ერთ დღეში ისევ ზაფხულის სიცხე დაფიქსირდება, ანტიციკლონის წყალობით ცა იქნება მოწმენდილი და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან თბილი ქარი იქროლებს.
გაითვალისწინეთ მომდევნო დღეებიც - კვირას ღამის საათებში, სანაპიროზე ცხელი ამინდის პირობები შექმნის, ისევ ქარიშხლის ალბათობას ტემპერატურის დასარეგულირებლად (ქარის შესახებ უფრო კონკრეტულ პროგნოზს ხვალ მოგაწვდით).
რაც შეეხება დასავლეთის დაბლობს, შაბათს ცხელი და უნალექო იქნება, ტემპერატურა კი +32 გრადუსთან ახლოს, კვირას შედარებით აგრილდება.
აღმოსავლეთში - უქმე დღეებში უხვი მზე იქნება, ტემპერატურა კი ნორმის ფარგლებში +25 გრადუსი დაფიქსირდება“, - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.