„2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა...“ - რა დეტალებია ცნობილი ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭზე

უტა ელიავა

მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს. ერთი გარდაცვლილი უტა ელიავაა, რომელსაც ოჯახი ადასტურებს.

მე სულ დაგელოდები სამუდამოდ და უსასრულოდ უტი,-წერს სოციალურ ქსელში მდინარე მტკვარში ნაპოვნი ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის უტა ელი­ა­ვას მეუღლე გვანცა გოროზია.

„ჩემი სულის ნაწილო, ვერ ვსუნთქავ, როგორ მინდა ჩაგეხუტო, რა გავაკეთო, შენთან მინდა",-წერს სოციალურ ქსელში მდინარე მტკვარში დაღუპული უტა ელიავას და ანკა ელიავა.

ელიავების ოჯახი აფხაზეთიდანაა და ისინი ზუგდიდში ფაიფურის დასახლებაში ცხოვრობენ.

26 წლის უტა ელიავას 2 მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე, და ანკა ელიავა და მშობლები დარჩა.

ცნო­ბის­თვის, ტრა­გე­დია, ორი დღის წინ, თბი­ლის­ში დატ­რი­ალ­და. ავა­რი­ის შე­დე­გად, მტკვარ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩა­ვარ­და. შემ­თხვე­ვა ღა­მით, დაახლოებით 1 საათზე მოხ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ერთი მგზავ­რის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა.

მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის საქ­მე­ზე შსს-მ ერთი პირი და­ა­კა­ვა.  უბედური შემთხვევის დროს მანქანაში 4 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან ერთის ძებნას კვლავ აგრძელებენ მაშველები.