პესკოვი: რუსული დელეგაცია სტამბოლში რჩება და მოლაპარაკებებისთვის მზადაა

პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსული დელეგაცია სტამბოლში რჩება და უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

„ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ ჩაივლის მოლაპარაკებები. უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, როგორ ჩაივლის მოლაპარაკებები, ყველა არის მზად ძალისხმევა არ დაიშუროს, რაღა ის წარმატებული აღმოჩნდეს“, - თქვა პესკოვმა.

ჟურნალისტებმა პესკოვს აგრეთვე ჰკითხეს, მიიღებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მომავალში გასამართ მოლაპარაკებებში.

„ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ რა სახისა და დონის ჩართულობა იქნება საჭირო, რადგან ჩვენ არ ვიცით უკრაინელი მომლაპარაკებლები ჩამოვლენ თუ არა, და როგორ წარიმართება მოლაპარაკებები“, - აღნიშნა პესკოვმა.

მან აგრეთვე დასძინა, რომ ახლა რუსეთსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს.