„20 წუთამდე გრძელდებოდა სეტყვა და ქარი...“ - ძლიერი სტიქია კახეთში
1757579911
დიქტატორმა ივანიშვილმა მუხანათურად დააკავა ოპოზიციის ნამდვილი ლიდერები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა, ეს არის კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულება, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საჭიროა საყოველთაო მობილიზაცია და შეტევაზე გადასვლა.
„დიქტატორმა ივანიშვილმა მუხანათურად დააკავა ოპოზიციის ნამდვილი ლიდერები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა. ეს არის კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულება. აღარაფერს ვამბობ იმ სამარცხვინო უბადრუკ მოტივებზე, რომლითაც ისინი დაიჭირეს. ჩვენ გვჭირდება საყოველთაო მობილიზაცია და შეტევაზე გადასვლა. აუცილებლად გავიმარჯვებთ, დიდება საქართველოს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.