„დღეს ძალიან რთულია ამ საარჩევნო გარემოში მოქმედება და ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა იმ ადამიანმა, რომელიც ამ პროცესში შევიდა, ძალიან მაღალი რისკი აიღო“ - ქეთევან ბაკარაძე

ქეთევან ბაკარაძე

28 მუნიციპალიტეტში გახარიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის ალიანსმა მერობის კანდიდატები ვერ დაასახელა. მათმა გაერთიანებამ ასევე ვერ წარადგინა 431 მაჟორიტარი და ვერ დანიშნა საარჩევნო კომისიებში 1500-ზე მეტი წევრი. გახარიას პარტიაში ამის მიზეზად ზეწოლას ასახელებენ.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ქეთევან ბაკარაძე აცხადებს, რომ დღეს ძალიან რთულია ამ საარჩევნო გარემოში მოქმედება.

„ზეწოლები ხორციელდება ამ ორი პარტიის წევრების მიმართ, მათ შორის, მერობის კანდიდატების მიმართ. იმიტომ, რომ დღეს ძალიან რთულია ამ საარჩევნო გარემოში მოქმედება და მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესში შევიდა, მან ძალიან მაღალი რისკი აიღო. იყო პერიოდი, როდესაც ბრძოლის ველი ნამდვილად რუსთაველის გამზირზე იყო. თუმცა, განვითარებული მოვლენებიდან და პროცესებიდან გამომდინარე, როგორი იმპლემენტაციაც მოხდა ამ პროცესების, ჩვენ ავირჩიეთ სრულიად სხვა გზა," - აცხადებს ქეთევან ბაკარაძე.

განცხადება გააკეთა პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ.

"ეს მიანიშნებს, რომ მათ არ უნდა გამოიყენონ ტერმინი - მთავარი ოპოზიციური პარტია საკუთარ თავზე. არ აქვთ ფიზიკურად ეს ინფრასტრუქტურა და მათ მხარეს არ არის სიმართლე. სიმართლე რომ იყოს, დააკომპლექტებდნენ და ძალიან ბევრი ადამიანი დაუჭერდა მხარს. როდესაც შენივე ამომრჩევლის და შენივე ელექტორატის წინააღმდეგ მიდიხარ, შესაბამისი საფასურის გადახდა გიწევს.“ - აცხადებს ლევან სანიკიძე.