1757612113
ტრამპი აცხადებს, რომ ჩარლი კირკს სიკვდილის შემდეგ „თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით“ დააჯილდოებს

გარდაცვლილ ჩარლი კირკს „თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი“ გადაეცემა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, ჩარლი კირკი მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო.
„ჩარლი თავისი თაობის გიგანტი, თავისუფლების დამცველი და მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, 31 წლის კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიუროს ინფორმაციით, თავდამსხმელი სახურავიდან გადახტა და მიიმალა. მედიის ცნობით, პოლიციას სავარაუდო დამნაშავის ფოტოებიც აქვს, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ მათი გავრცელებისგან თავს იკავებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, კოლეჯის ასაკისაა.