გიორგი ვოლსკი ზოდელავაზე: მისი ხელით ძალიან ბევრი საქმე შეიკერა, რამაც დაანგრია ათასობით ოჯახის მომავალი. თვითონ კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუკი რამე დანაშაულის დაფარვას ასე ღიად ხელს უწყობს, რასაკვირველია პასუხი მოეთხოვება

ვოლსკი

ეჭვებს იწვევს ის გარემოება, რომ [ლევან ხაბეიშვილმა] ტელეფონი გადასცა და ამ ტელეფონით აპირებდა [მურთაზ] ზოდელავა მიმალვას. გააჩნია რა არის ამ ტელეფონში ისეთი - აპირებდა თუ არა რაიმე დანაშაულის ხელშეწყობას ის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს, იქნება ეს ზოდელავა, თუ სხვა.

„თვითონ საკმაოდ სისხლიანი პერიოდი გამოიარა, მისი ხელით ძალიან ბევრი საქმე შეიკერა, რამაც დაანგრია ათასობით ოჯახის მომავალი. თვითონ კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუკი რამე დანაშაული არსებობს და ამ დანაშაულის დაფარვაში ასე ღიად ხელს უწყობს, რასაკვირველია პასუხი მოეთხოვება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

სუს-მა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზე დააკავა ლევან ხაბეიშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ოპოზიციონერი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი მურთაზ ზოდელავაც დააკავა.