„თუ გინდათ მანიპულატორის მოშორება, ისწავლეთ ,,არას” თქმა განმარტების გარეშე" - ზურაბ მხეიძე

ზურაბ მხეიძე

„ისწავლეთ ,,არას” თქმა განმარტების გარეშე, თუ გინდათ მანიპულატორის მოშორება და თქვენი ინტერესების დაცვა“, – ამის შესახებ გადაცემაში, „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა, ზურაბ მხეიძემ.

გადაცემის თემა მანიპულაციის ხერხები და ადამიანებზე მისი გავლენა იყო:

„როგორ გავაჩეროთ მსგავსი ადამიანები? – უნდა ისწავლოთ „არას“ თქმა განმარტების გარეშე…

მანიპულატორს სჭირდება ზუსტად ის ნაწილი, რომ ბევრი გელაპარაკოთ, რომ ემოციაზე იმოქმედოს, შენ ამბობ „არას“ მაგრამ ის აგრძელებს საუბარს, ამ დროს თქვენ ეუბნებით -„თემა დავხურეთ“.

თუ ამის თავი ნაკლებად გაქვთ, მაშინ არსებობს მეორე ხერხი- საუბრის დროს უნდა უთხრათ „ბოლო-ბოლო, რისი მიღწევა გსურს ჩემთან პირდაპირ მითხარი?“ – ასეთი პასუხიც არ უყვარს მანიპულატორს, რადგან მას სჭირდება კომუნიკაციის ის ფორმა, სადაც ამ ემოციაზე ზეგავლენას ახდენს და რომ გაგყავს ბოლოში ეგ არ
აწყობს“, – ამბობს ფსიქოლოგი.