წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ვ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი", „გამომშრალი მარიხუანა" და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი".
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო მასალები და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისათვის მოწყობილი სპეციალური სათბური.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.