რომელია ყველაზე უსაფრთხო ადგილი თვითმფრინავში

თვითმფრინავი

ფრენის დაჯავშნისას გიფიქრიათ იმაზე, თუ რომელი სავარძელი დაგიცავთ ყველაზე მეტად საგანგებო სიტუაციებში? ალბათ არა. ადამიანების უმეტესობა სკამებს კომფორტისთვის არჩევს - ზოგისთვის მოსახერხებელი ფანჯარასთან ჯდომაა, ზოგისთვის გასასვლელთან და ა.შ. არავის სურს ბოლო რიგში ერთ-ერთი შუა ადგილი დაიკავოს. 

აშშ-ს უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ანალიზის მიხედვით, თვითმფრინავში სიკვდილის ალბათობა  205,552-ში დაახლოებით  ერთია.

TIME-ის კვლევამ აჩვენა, რომ თვითმფრინავის შუა უკანა სავარძლებში ყოფნის დროს სიკვდილიანობის რისკი ყველაზე დაბალი - 28%-ი იყო. მაშინ, როდესაც შუა (წინა რიგებში)  სავარძლებში სიკვდილიანობის რისკი 48%-ი იყო. 

თვითმფრინავში უსაფრთხო ადგილებად ასევე საგანგებო გასასვლელებთან არსებული სავარძლები მიიჩნევა.