ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1750278256
ამბავი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კრასნოდარის მხარეში მოხდა. გამვლელების დამსახურებით 8 წლის ბიჭი დედის ძალადობისგან იხსნეს და სამართალდამცველები ახლა ამ ფაქტზე გამოძიებას ატარებენ.
როგორც მიმდინარე გამოძიებიდან ირკვევა, დედას ბიჭუნა 8 წლის მანძილზე სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, მხოლოდ პურს აჭმევდა და მის ქცევას ვიდეოკამერით აკვირდებოდა.
ეს შემზარავი დანაშაულის საქმე მაისში გაიხსნა, როცა გამვლელმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ბავშვის ყვირილის ხმა გაიგონეს.
ბავშვი ფანჯრიდან ნივთებს ისროდა. გამვლელმა პოლიციაში დარეკა და საეჭვო ვითარების შესახებ უთხრა:
ადგილზე მისულ პოლიციას შემზარავი სურათი დახვდა. ჭუჭყიანი, თმებაბურდული ბავშვი დაპატარავებული ტანსაცმლით. ოთახი ჭუჭყიანი, მწერებით და ბუზებით სავსე იყო.
სახლში იმყოფებოდა ბავშვის დედა 45 წლის ქალი, რომელმაც სოციალურ მუსაკებსა და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ის ყვიროდა, რომ შვილთან ერთად ქუჩაში არ გავიდოდა.
ის, რაც სახლში ხდებოდა, იცოდა ბებიამაც, მაგრამ ამისთვის მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. ბავშვი ვერ დადიოდა ისეთი დასუსტებული იყო.
ბავშვმა სოციალურ მუსაკებსა და გამომძიებლებს უთხრა, რომ ბოლოს ერთი წლის წინ იბანავა. გარეთ კი არასდროს გადიოდა და მხოლოდ პურით იკვებებოდა.
მეზობლების ჩვენებაში ნათქვამია, რომ ბინიდან ბავშვის ყვირილის ხმა ესმოდათ, მაგრამ არასდროს უნახავთ ის. რაც შეეხება დედას და ბებიას, ზოგჯერ ქუჩაში ხედავდნენ, მაგრამ ხალხთან ურთიერთობას ერიდებოდნენ. მათივე თქმით, ერთხელ ბავშვი სადარბაზოში გამოიყვანეს,მაგრამ მეზობლების გამოჩენისას დამალეს.
21 მაისს პოლიციელებმა დედა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს სახლიდან. ბავშვი კი რეაბილიტაციის ცენტრში გადაიყვანეს.
გამოძიების მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ქალს დედის უფლებას ჩამოართმევენ.