ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, წინასწარმეტყველი ლელა კაკულია ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს:
„ირანში შაჰის დინასტია აღდგება!
ირანის ტახტიდან ჩამოგდებული და გაძევებული უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ვაჟი — ტახტის მემკვიდრე რეზა კირ ფეჰლევი მოუწოდებს ირანელებს, აღდგნენ და დაამხონ აიათოლა ჰამენეის რეჟიმი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აშშ-ში მცხოვრები კირ ფეჰლევი თავის ხალხს აგულიანებს, მაგრამ ამას შედეგი აქამდე არ მოჰყოლია.
თუმცა, ყველაფერი წინაა, ვინაიდან ასეთია წინასწარმეტყველება.
2008 წელი, 10 მარტი: ამერიკა მომავალში აღადგენს შაჰის დინასტიას ირანში, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკას გაატარებს. მანამდე კი მსოფლიოს წინ მესამე მსოფლიო ომი ელის.თქვენ კი გაიხსენეთ, როგორ აუარეს მონღოლებმა გვერდი საქართველოს თამარის ვაჟის — ლაშარელას მეფობისას და როგორ დალაშქრეს ლამის ნახევარი ევროპა. ისტორია ზუსტად მეორდება, ვხედავ: სწორედ ასე აუვლიან მუსლიმები გვერდს საქართველოს. ეს უფლის ნებით მოხდება და ჩემი საქართველო გადარჩება — ამინ!
2011 წელი, 27 ივლისი: ირანში აღდგება შაჰის ხელისუფლება. მისი შთამომავლები ირანში ბრუნდებიან სამეფო ტახტის დასაბრუნებლად და ამ ყველაფერს ამერიკა დირიჟორობს. ვხედავ, ხალხი სიხარულით მიიღებს შაჰის მემკვიდრეებს. იწყება ახალი ეტაპი ირანის სახელმწიფოში.
2013 წელი, 15 აპრილი: ირანში მომავალში დიდი ცვლილება მოხდება და ეს ცვლილება, ვხედავ, იმაში მდგომარეობს, რომ აღდგება შაჰის ხელისუფლება. ეს იქნება შაჰების ძველი შტოს ახალი გაგრძელება. ყველაფერი კი მოხდება ამერიკისა და ევროპის დახმარებით. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ომის კერის ჩაქრობა.ირანი სახეს იცვლის, იგი სულ სხვა სახელმწიფოდ მოგვევლინება მომავალში. ეს არის თანამედროვე, თითქმის ევროპული სახელმწიფო. ამას ირანში ვერავინ შეაჩერებს. სულიერი მამების, აიათოლების გავლენა შესუსტდება და საერთოდ გაქრება“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.