1749718859
ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, ის მალე შეხვდება ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ვარიანტების განსახილველად.
„მე მაქვს იდეები იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთო, მაგრამ არ მიმიღია საბოლოო გადაწყვეტილება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ერთი წამით ადრე მიყვარს, რადგან სიტუაცია იცვლება. ვგულისხმობ, განსაკუთრებით ომთან დაკავშირებით, ომთან დაკავშირებით ყველაფერი იცვლება. შეიძლება ერთი უკიდურესობიდან, მეორეზე გადავიდეს“, – უთხრა მან „სიენენის“ ჟურნალისტს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ისრაელის ირანზე თავდასხმის პირველი ღამე დამანგრეველი იყო ირანისთვის.
კითხვაზე იმის შესახებ, რა მოხდება, თუ ირანის რეჟიმი დაეცემა, ტრამპმა თქვა: „მე მაქვს გეგმა ყველაფრისთვის, მაგრამ ვნახავთ, რა მოხდება“.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანს უნდა დაედო შეთანხმება ამერიკასთან, თუმცა ბოლოს გადაიფიქრეს.