ერთმა ბოსტნეულმა მთელი ევროპული ერი კინაღამ მოკლა - Forbes
1762534311
პაველ ჰერჩინსკის წერილმაც დაადასტურა და ეს არის საკუთარი თავის მხილება ბრიუსელის მხრიდან, რომ სინამდვილეში ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი 2024 წლის ივნისში შეაჩერა თავად ბრიუსელმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელმა ქართველებს ვერ აპატია ის, რომ მოითხოვეს ევროკავშირის საელჩოს მიერ საქართველოში დახარჯული ფულის მიზნობრიობის გასაჯაროება.
„ეს კიდევ ერთი დასტური არის, თუ რა პოლიტიკური ენერგია და ფული იხარჯება საქართველოში ცრუ ნარატივების დასამკვიდრებლად. ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი იყო, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ამ წერილმაც დაადასტურა და ეს არის საკუთარი თავის მხილება ბრიუსელის მხრიდან, რომ სინამდვილეში ეს პროცესი 2024 წლის ივნისში შეაჩერა თავად ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობამ ბრიუსელის მხრიდან მოითხოვა საქართველოში დახარჯული თანხების გასარაჯოება. ვერ გვაპატიეს ქართველებს, რომ როდესაც ჩვენ ქვეყანაში ბრიუსელი, ევროკავშირის საელჩო ფულს ხარჯავს, გავბედეთ და მოვიკითხეთ, რაში ხარჯავთ ფულს, რა მიზნებს ემსახურება. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ იმ ღირებულებით უკუსვლას, რომელსაც ბრიუსელი განიცდის და ჩვენი მოწოდება სწორედ ეს არის, რომ დეზინფორმაცია, როგორც პოლიტიკური იარაღი, უნდა უარყონ და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ბრიუსელისთვის, რომ დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა. არსებული ინფორმაციით, 2025 წლის 5 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ დააყენებდა საკითხს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შესახებ, თუმცა, შემოთავაზების შემთხვევაში, წინადადებას დათანხმდებოდა, 2024 წლის 28 ნოემბერს გააკეთა.