ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ავტომობილი და მოპედი ერთმანეთს შეეჯახა
1762623673
მილიონ-მილიონიანი გირაო სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებულ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. დანარჩენი ბრალდებულების მიმართ კი წინასასამართლო სხდომის თარიღად 25-ი დეკემბერი განისაზღვრა. 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით დასრულდა.
მრავალტომიან საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებში აუდიო ჩანაწერებიც დევს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ დიდი სცენარი იყო დაწერილი.
"ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებდით საზოგადოებას ამ ხალხის აგენტურულ საქმიანობაზე. ამ ჩანაწერებით დადასტურდა მათი მტრული საქმიანობა და უცხოეთის სპეცსამსახურებთან გარკვეული კოლაბორაცია. რას ნიშნავს ეს? - საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგროვებ ინფორმაციას, რომ მოახდინო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, დამხობა და აქედან ეხმარები შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს. დიდი სცენარი იყო დაწერილი საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანი იყო საზოგადოებისთვის მოეჩვენებინათ, რომ თითქოს ეს ბუნებრივი პროცესებია, სინამდვილეში კი, ამაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელი ერია ქართული აგენტურის წარმომადგენლების დახმარებით და ამ სცენარში ყველას თავისი როლი ჰქონდა გადანაწილებული,"- აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.
ცნობისთვის, საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას წარუდგინა.