1751215735
თურმე ხოშტარია "ლელოს" და "გახარიას" გამო გაფიცულა, თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შიმშილობას შევწყვეტო - ამირან სალუქვაძე

პირველად მსოფლიოში ე.წ. ოპოზიციონერი ე.წ. ოპოზიციის გამო გაიფიცა, - ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ელენე ხოშტარია "ლელოს" და "გახარიას" გამო გაიფიცა, კერძოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ თუ ეს ორი პარტია არ მიიაღებს არჩევნებში მონაწილეობას, შიმშილობას შეწყვეტას.
„ლიაკა ხოშტარიას შიმშილობის მიზეზი ცნობილია (მედიის სტილში. სრული ინფორმაცია პირველ კომენტარში. ) პირველად მსოფლიოში ე.წ. ოპოზიციონერი ე.წ. ოპოზიციის გამო გაიფიცა. თურმე ხოშტარია "ლელოს" და "გახარიას" გამო გაფიცულა. თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შიმშილობას შევწყვეტო. გედის გაფიცვის მიზეზი უცნობია. თუმცა ის ხოშტარიას შეუერთდა, ბრძოლა სიკვდილამდეო. ეტყობა ე.წ. ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა იგულისხმა. "ლელოს" და "გახარიას" წინააღმდეგ პარლამენტთან რატომ შიმშილობენ? ესენი პარლამენტში არ სხედან. ვაგზლის მოედანზე გადადით, იქაა "ლელოს" ოფისი. ამიტომ ვუძახი ამათ სისულელეებს კლოუნადას. არაა კლოუნადა?” - წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში. შეყვანის ღილაკი