1750699583
ვანგას წინასწარმეტყველება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

ვერძი
ვერძის ცეცხლოვანი ენერგია მას იოლად აქცევს ლიდერად და მასებს უბიძგებს, გაჰყვეს მას. ამ ნიშნის თითოეულ წარმომადგენელს აქვს ვიზუალიზაციის მძლავრი უნარი, რომელიც მას გარშემო მყოფების მანიპულირებისა და მიზნისკენ მიმავალი სწორი სტრატეგიის არჩევის შესაძლებლობას აძლევს.
მშვილდოსანი
ამ ჯგუფში შედის კიდევ ერთი ცეცხლოვანი ნიშანი, რომელსაც ყველა შესაძლებლობა აქვს, საკუთარი ოცნების ცხოვრება შეიქმნას. საოცარი ენთუზიაზმისა და დიდი ამბიციების წყალობით მას შეუძლია ნებისმიერი კარი გააღოს და ზრდის ისეთ დონეს მიაღწიოს, როგორზეც ბევრი ვერც იოცნებებდა. ის მზადაა ბედის საჩუქრების გამოყენებისთვის და შეუძლია ისინი სრულყოფილებამდე აიყვანოს თავისდა სასიკეთოდ.
მერწყული
მერწყული შეიძლება ხშირად საკმაოდ თავისებურად მოგეჩვენოთ. მას არ იზიდავს ის, რაც სხვებს მოსწონთ. მერწყულები ძალას და შთაგონებას მარტოობაში პოულობენ. ბულგარელმა ნათელმხილველმა აღნიშნა, რომ ამ თანავარსკვლავედის თითოეულ წარმომადგენელს აქვს მკურნალობის ნიჭი. ეს საჩუქარი მათ ბუნებისგან ეძლევათ და თუ დაიწყებენ ამ უნარის განვითარებას, ბევრ ადამიანს დაეხმარებიან.
ქალწული
მიწის ელემენტის ეს ნიშანი არა მხოლოდ პრაქტიკულია, არამედ საკმაოდ ემპათიურიც. ამ თანავარსკვლავედის თითოეული წარმომადგენელი შესანიშნავად კითხულობს მოსაუბრის ემოციებს, ამიტომ ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. ისინი ყოველთვის გონივრულ რჩევებს იძლევიან და მზად არიან დასახმარებლად. გაფრთხილება: ქალწულის განაწყენება ძვირად დაგიჯდებათ!
ყველაზე იღბლიანები
ეს ნიშნები ვანგამ ყველაზე იღბლიანების ჯგუფს მიაკუთვნა, მათ იშვიათად ხვდებათ სირთულეები, ფორტუნა ხომ ყოველთვის მათ მხარეზეა! ყველა უსიამოვნება ადრე თუ გვიან გვარდება, წარუმატებლობები კი თავისთავად მთავრდება.
კურო
ვანგას თქმით, კუროებს გონიერება და შრომისმოყვარეობა გამოარჩევს. ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ უზრუნველად იცხოვრონ. ისინი არა მხოლოდ მუდმივად იკვებებიან უმაღლესი ძალებით, არამედ ამ რესურსის სწორად გამოყენებაც იციან. მათი ერთადერთი მინუსი – სიჯიუტეა... სრულად