გია ფერაძის უფროსი ვაჟი გარდაიცვალა
1751140675
სამხრეთ ევროპის ქვეყნებში სინოპტიკოსები მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჰაერის რეკორდულად მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.
კერძოდ, იტალიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.
სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ჰაერის ასეთი მაღალი ტემპერატურა კონტინენტზე, როგორც წესი, ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში ფიქსირდება.
გარდა ამისა, ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე სინოპტიკოსები ხანძრებსაც ვარაუდობენ.
იტალიის ხელისუფლება მოსახლეობას და ტურისტებს მოუწოდებს, ადგილობრივი დროით 11:00 საათიდან – 18:00 საათამდე თავი შენობებს შეაფარონ.
ესპანეთში სასწრაფო დახმარების პერსონალია მობილიზებულია.