პროკურატურამ სკოლის ბუღალტერი დააკავა, რომელმაც 2 161 806,52 ლარი აზარტულ თამაშებში გადარიცხა
1757690441
გულწრფელი ვიქნები, მიუხედავად იმისა, რომ ვაპირებ ხვალ გავიდე აქციაზე და 4-შიც გავიდე, მე ვერ ვგრძნობ იმას, რომ ამ შემოდგომაზე რევოლუციური ტალღა წალეკავს ამათ [ხელისუფლებას] და თუ ამ შემოდგომაზე რევოლუცია არ ხდება და 2026 წელი მოდის, 2024 - ში იყო საპარლამენტო არჩევნები ასე თუ მოვიდა 2026 წელიც, რა ვადამდელს ველოდებით?! - ამის შესახებ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა, ნიკა ობოლაძემ, განაცხადა გადაცემაში „დღის ამბები ანა წერეთელთან ერთად“.
ნიკა ობოლაძის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი ხელისუფლებასთან საუბრისას უნდა იყოს შეთანხმება არჩევნების სხვა წესებით ჩატარებასთან დაკავშირებით და ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.
„ჩვენ შეგვიძლია ხელისუფლებასთან ვილაპარაკოთ იმაზე, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, მე არ ვსაუბრობ ვადამდელზე, ვსაუბრობ შემდეგზე რომელიც შეიძლება იყოს ვადამდელიც და ვადიანიც. ჩატარდეს სხვა წესებით. ანუ იმ წესებით, სადაც ოპოზიციაც და პოზიციაც ენდობა ამ წესებს. ხვალ რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს ოპოზიცია შევა რუსულ რეჟიმთან არჩევნებში? - ხომ შეიძლება შევიდეს? კარგად დავფიქრდეთ ან გაქვს რევოლუციის თავი, რასაც ხაბეიშვილი ამბობდა - უნდა დავყოლოდით ყველა და არ უნდა დაგვეშვა ის, რომ ხაბეიშვილი ციხეში წაეყვანათ ასე მარტო და უნდა გამოვიდეთ და ვიყოთ ასი ათასობით, რევოლუციის ლიდერი ასე მარტივად არ უნდა დაგვიკავონ ანდა თუ იმას ვხვდებით, რომ ახლა ჩვენ არ გამოგვივა ხელისუფლების ცვლილება მოკლე ვადაში, მაშინ მე ვფიქრობ რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ნებისმიერი შემდგომი არჩევნების წესებზე შეთანხმება შეიძლება იყოს ის ვაჭრობის საგანი, რაც გვქონდეს „ოცნებასთან“. სხვა შემთხვევაში მე მახსენდება ის, რაც გავაკეთეთ 2020-დან 2022-მდე. ჩვენ ვიძახდით ვადამდელ არჩვენებს და მერე უბრალოდ ვადა მოვიდა და შევეშვით ვადამდელის ლაპარაკს და მივედით მოუმზადებელი“,- აცხადებს ნიკა ობოლაძე.