ცნობილია, თანხა, რომელიც პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მოგებით გამოიმუშავა
1748726665
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მონაწილეობა, თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.
გივი მიქანაძე გამოეხმაურა საინფორმაციო სააგენტო „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა“.
"ადგილი აქვს მორიგი სიცრუის ტირაჟირების მცდელობას. ვნახეთ, რომ „ტაბულამ“ გაავრცელა ინფორმაცია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციაზე. დიდი ალბათობით, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ისინი არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ნახეს, რომ ოპოზიციიდან, რადიკალებიდან დამსწრედ, დამკვირვებლადაც კი არავინ მიიწვიეს, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ სამი დეპუტატით – მარიამ ლაშხით, ლევან მახაშვილით და ჩემით იყო წარმოდგენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ დეიტონში გამართულ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე. ჩვენ გავმართეთ შეხვედრები როგორც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ისე ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოების დეპუტატებთან – იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, სლოვენიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, უნგრეთის, თურქეთის დელეგაციებთან. მათ მივაწოდეთ სრული, დეტალური, არგუმენტირებული ინფორმაცია იმ პროცესებსა და მოვლენებზე, რაზეც სწორედ რადიკალებს მიწოდებული ჰქონდათ დეზინფორმაცია. მათ აბსოლუტურად გაიგეს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სიმართლეზე, რაც საქართველოში ხდება. სრული პასუხისმგებლობით მინდა, გითხრათ, რომ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მონაწილეობა, თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია კიდევ არაერთ სემინარზე არის მიწვეული.
"სწორედ რადიკალების რიგ მხარდამჭერებს აპრილის დასაწყისში ჰქონდათ მცდელობა, ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეულწილად შეეზღუდათ, თუმცა ბევრი ქვეყნის დელეგაციის მხრიდან წინააღმდეგობა დაფიქსირდა. ამის საფუძველზე უკვე აპრილის ბოლოს მარიამ ლაშხმა და მე მონაწილეობა მივიღეთ სწორედ „ტაბულას“ ინფორმაციაში გაცხადებულ GSM სემინარებზე, რომლებიც ანტალიაში ჩატარდა. ხოლო ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც წლის განმავლობაში ორჯერ ტარდება, ესენია საგაზაფხულო და საშემოდგომო ასამბლეის სხდომები, უკვე საგაზაფხულო სხდომაზე მივიღეთ მონაწილეობა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ უკვე მოსულია მოსაწვევები შემდეგ სხდომებზეც. ჩვენი დელეგაციის წევრები დარეგისტრირებულნი არიან. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ფორმატში თანამშრომლობას NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან, ასამბლეაში მონაწილე ქვეყნებთან. მორიგი სიცრუის ტირაჟირებაა ინფორმაცია, რომელიც „ტაბულას“ მიერ გაჟღერდა და შემდეგში „ბაბლმა“ აიტაცა, აქვთ მხიარულობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არის მცდელობა, რომ ჩვენი მოსახლეობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.